ახალი კორონავირუსი საქართველოში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

CNN

თბილისსა და ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. უწყების ცნობით, ორი ინფიცირებულიდან ერთი ბათუმის მეორე, ერთი კი გლდანის განყოფილების თანამშრომელია. 

"ამ დროისთვის​, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ". – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 119 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 435 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები