დაჭრა მესტიაში

მესტიის მუნიციპალიტეტში ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტში შუახნის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაჭრილი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თანასოფლელმა ესროლა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108 და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.

კომენტარები