კრიმინალი

ხაშურში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ხაშურში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა – ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ერთ-ერთ მაღაზიაში. გარდაცვლილი ამავე მაღაზიის თანამშრომელია. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

კომენტარები