კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 306 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 481 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები