ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.
მედიის ინფორმაციით, საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
გავრცელებული ცნობით, დაღუპული მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი იყო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.