დაჭრა რაგბის კავშირში

მორაგბის დაჭრის ფაქტზე მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ტაბულა

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტს, მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ბესელიას ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ ბრალდებული მომხდარის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება, მაგრამ, ბრალის ფორმულირებას არა.

შეგახსენებთ, რომ მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი 16 სექტემბერს დაჭრეს. ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია იმავე დღეს დააკავეს.

მერაბ ბესელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რას ყვება დაჭრილი მორაგბე – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები