საზოგადოებრივი მაუწყებელი

ვის სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა – სია

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბრის დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი რვა კანდიდატმა გამოთქვა:

  • ალექსანდრე ვახტანგოვი – რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი. საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი.
  • რევაზ შალიბაშვილი – კინორეჟისორი.
  • გია ტოგონიძე – მეორე არხის პროგრამირების ყოფილი დირექტორი.
  • გოჩა ტყეშელაშვილი – ტელეწამყვანი, გადაცემა ეტალონის ავტორი და წამყვანი.
  • ირმა სოხაძე – მომღერალი, საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი.
  • თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ყოფილი პირველი მოადგილე.
  • ხათუნა ლაგაზიძე – რადიოწამყვანი, პოლიტოლოგი.
  • თამაზ ბიბილური – ტელერეჟისორი, თსუ-ის პროფესორი.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიცია მას შემდეგაა ვაკანტური, რაც 18 აგვისტოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ ვინმეს არ ეპოვა ეჭვის საბაბი ან არ გასჩენოდა კითხვის ნიშნები არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე 6 წლის ვადით ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით.

კომენტარები