კასპი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც კასპში ერთი ადამიანი მოკლა, ერთს კი დაზიანება მიაყენა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებისთვის 1958 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. შემთხვევა დღეს, 19 სექტემბერს მოხდა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა, ურთიერშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ხოლო 1949 წელს დაბადებულ გ.ნ.-ს კი სხეულზე დაზიანება მიაყენა. შსს-ს ინფორმაციით. გ.ნ. საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები