ქართული კინო

ჟურნალ კინ-O-ს პირველი ნომერი გამოვიდა

GNFC

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ჟურნალ კინ-O-ს პირველი ნომერი გამოუშვა.

ქართულ კინემატოგრაფზე შექმნილი პროფესიული ჟურნალი წელიწადში ორჯერ გამოვა. კინ-O-ს მთავარი რედაქტორები კინომცოდნეები თეო ხატიაშვილი და გიორგი რაზმაძე არიან. 

პირველ ნომერში ახალ ქართულ ფილმებზე რეცენზიების გარდა, რამდენიმე ინტერვიუ, თარგმანი და სხვადასხვა ავტორის ანალიტიკური სტატია მოხვდა. 

"ჟურნალ კინ-O-ს ბედმა გლობალური "ხსნისა და გადარჩენის" მოლოდინში დაბადება არგუნა. იწყებოდა კორონავირუსის პანდემია, ვიწყებდით ჩვენც. კინ-O-ში ბანალურ კითხვაზე ვეძებდით პასუხს - რა არის დრო? თქვენს ხელთაა ჟურნალი, რომელიც დროზე დაფიქრებით "უდროობას" უმხედრდება და მეოთხე განზომილებაში უფრო ღრმად ჩაფლვას გთავაზობთ". - წერს წინასიტყვაობაში რედაქტორი გიორგი რაზმაძე.

ჟურნალი ახლო მომავალში თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკასა და წიგნის სახლ ლიგამუსში იქნება ხელმისაწვდომი.

 

კომენტარები