ახალი კორონავირუსის ვაქცინა

COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე კომპანიებმა კვლევებთან დაკავშირებული მონაცემები გაასაჯაროეს

0 კომენტარი

ამერიკულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა, Moderna-მ და Pfizer-მა და ბრიტანულ-შვედურმა კომპანია, AstraZeneca-მ COVID-19-ის ვაქცინის კვლევებთან დაკავშირებული ინფორმაცია და პროტოკოლები გამოაქვეყნეს. Moderna, Pfizer-ი და AstraZeca ამ დროისთვის COVID-19-ის ვაქცინის კვლების პროცესში მოწინავე კომპანიებია.

ჩვეულებრივ მსგავსი მონაცემები კვლევის დასრულების შემდეგ ქვეყნდება და ხშირ შემთხვევაში ფარმაკოლოგიურ კომპანიებს შორის კონკურენციის გამო გასაიდუმლოებულია. ვაქცინის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, კომპანიების გადაწყვეტილება ადამიანებში ვაქცინის მიმართ ნდობის ამაღლებასა და კვლევის პროცესის გამჭვირვალობის ჩვენებას ემსახურება.

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა რამდენჯერმე სთხოვეს ფარმაკოლოგიურ კომპანიებს ვაქცინის კვლევის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროება, რათა დამოუკიდებელ მეცნიერებს კვლევის პროცესის გადამოწმების შესაძლებლობა მისცემოდათ.

Moderna-ს და Pfizer-ის გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რა კრიტერიუმებით არჩევენ კვლევის მონაწილეებს, რა პირობებში შეიძლება შეჩერდეს ვაქცინის გამოცდა პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში და რა დამამტკიცებელ საბუთებს გამოიყენებენ მეცნიერები იმის განსაზღვრისთვის, დაიცავს თუ არა ვაქცინა ადამიანს COVID-19-ისგან. Moderna-ს კვლევაში 30 000 ადამიანი, ხოლო Pfizer-ის კვლევაში 44 000 მიიღებს მონაწილეობას. Moderna-ს გეგმის თანახმად, ვაქცინა 2021-წლის დასაწყისში უნდა იყოს მზად.

ექსპერტების განსაკუთრებულ ინტერესს AstraZeneca-ს ვაქცინა იწვევდა. AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაში ორ ადამიანს ნერვული სისტემის დაავადებები გამოუვლინდათ, რის გამოც ვაქცინის გამოცდის პროცესი დროებით ორჯერ შეჩერდა. ვაქცინის გამოცდა განახლდა დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში, თუმცა პროცესი ჯერჯერობით შეჩერებულია აშშ-ში. AstraZeneca-ს ვაქცინა 18 000-მა ადამიანმა მიიღო. კვლევის მესამე ფაზაში 30 000 ადამიანი მონაწილეობს.

AstraZeneca-ს 111-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, კომპანიის მიზანია 50%-იანი ეფექტურობის ვაქცინის შექმნა. COVID-19-ის ვაქცინისთვის 50%-იანი ეფექტურობის ზღურბლი აშშ-ს კვების პროდუქტების და მედიკამენტების მეთვალყურეობის სააგენტომ (FDA) განსაზღვრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები