არჩევნები 2020

სტრატეგია აღმაშენებელი: "ოცნების" მხრიდან ჩვენს სარეკლამო მასალებზე თავდასხმა განხორციელდა

სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი თეონა ჭალიძე ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან მორიგ თავდასხმაზე საუბრობს და საგამოძიებო უწყებებს დროულ რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირებულია და აღნიშნული დაჯგუფებები სახელმწიფოს მხრიდან არიან წახალისებულნი.

"ისანში, მეტრომშენის დასახლებაში, კერძოდ, წალენჯიხის 12 ნომერში მორიგი ვანდალიზმის ფაქტი მოხდა. ეს არის თავდასხმა ქართული ოცნების  აქტივისტების მხრიდან სტრატეგია აღმაშენებლის სააგიტაციო საარჩევნო მასალაზე. ქართული ოცნების აქტივისტების ასეთი ქმედებები სწორედ, რომ წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან, რადგან არც ერთ მსგავს ფაქტზე გამოძიებები არ სრულდება, ზოგ შემთხვევაში არც დაწყებულა და დამნაშავეები არ დასჯილან". – ამბობს ჭალიძე.

კომენტარები