ცნობილი ადამიანები

შარლიზ ტერონი: 5 წელია ურთიერთობაში არ ვყოფილვარ, თავს მარტოსულად არ ვგრძნობ

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ოსკაროსანმა მსახიობმა, შარლიზ ტერონმა, დრუ ბერიმორის შოუში თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ თითქმის 5 წელია სერიოზულ ურთიერთობაში არ ყოფილა.

"ეს უცნაურია ხალხისთვის. რამდენიმე რომანტიული შეხვედრა მქონდა, თუმცა თითქმის 5 წელია ურთიერთობაში არ ვყოფილვარ". – თქვა მან.

მსახიობის თქმით, ის მომავალში განიხილავს სერიოზულ ურთიერთობას, თუმცა თავისი პირობები აქვს.

"ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვარ, სადაც ძალიან ბევრ თამაშებს ვაწყდები, ოღონდ არა ისეთებს, როგორიც ჩვენ ვიფიქრეთ, არამედ ისეთ თამაშებს, სადაც ჩემი ცხოვრება ძალიან კარგია და ამიტომ, [პარტნიორმა] უნდა შემინარჩუნოს იგივე ან უკეთესი სიტუაცია შემიქმნას, რადგან ამაზე ნაკლებს არ დავთანხმდები". – თქვა მან.

შარლიზ ტერონს ორი ქალიშვილი - 8 წლის ჯექსონი და 5 წლის ოგუსტი ჰყავს. მსახიობმა გოგოები 2012 და 2015 წლებში იშვილა.

"გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ თავს მარტოსულად არ ვგრძნობ. მე შვილები მყავს, რომლებიც არ გეგონოთ, რომ რაიმეს ანაცვლებენ ან სხვა სიტუაციების მიმართ ინტერესის ნაკლებობას იწვევენ". – თქვა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები