რუსეთი

რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები "კავკასია 2020" დაიწყო

TASS

რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები -"კავკასია 2020" დაიწყო. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასში 80 000 სამხედრო მონაწილეობს და რამდენიმე საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. წვრთნები 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წვრთნებში მონაწილეობს ჯავშანტექნიკა და საბრძოლო თვითმფრინავებიც. თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ოკუპირებული ყირიმის, სტავროპოლის, კრასნოდარისა და როსტოვის რეგიონებში მზადყოფნაში მოიყვანეს Su-27 და Su-30SM-ის ტიპის თვითმფრინავები.

რუსეთთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, ბელარუსის, მიანმარის, პაკისტანისა და ჩინეთის სამხედრო დანაყოფები. წვრთნებს დააკვირდებიან აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანის, ტაჯიკეთის, შრი ლანკისა და ყირგიზეთის წარმომადგენლები.

კომენტარები