ბელარუსი

მინსკში ქალების მარშზე ასობით პირის დაკავების შემდეგ ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა

0 კომენტარი

20 აგვისტოს ბელარუსის დედაქალაქ მინსკის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მობილიზებული იყო ჯავშანმანქანები და წყლის ჭავლის მანქანები. ოპოზიციური გაზეთის, Nasha Niva-ს ინფორმაციით აქციაზე 150 000-მდე ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით "წადი" და "მხდლები ქალებს სცემენ". პოლიციამ დედაქალაქში და სხვა ქალაქებში, სადაც მსგავსი პროტესტი გაიმართა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ქალაქ ბრესტში გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.

ერთი დღით ადრე პოლიციამ დედაქალაქში გამართულ ქალების მარშზე ასობით დემონტრანტი დააკავა. დაკავებულებს შორის არის ბელარუსში ცნობილი, 73 წლის აქტივისტი, ნინა ბაგინსკაია.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები