ტორონტოს კინოფესტივალი

ტორონტოს კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

Rolling Stone

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. საუკეთესო სურათად კი ქლოი ჟაოს ფილმი, Nomadland-ი დასახელდა.

Nomadland-ი პირველი ფილმია, რომელმაც ერთ წელს ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალების მთავარი ჯილდო მიიღო. 

საუკეთესო სამეულში რეჯინა კინგის One Night In Miami-ი და ტრეისი დირის Beans-ი მოხვდა. საპატიო ჯილდოები ენტონი ჰოპკინსს, ქეით უინსლეტსა და კომპოზიტორ ტერენს ბლენჩარდს გადაეცათ. 

კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდო(FIPRESCI) ქართველ რეჟისორს, დეა კულუმბეგაშვილს ფილმისთვის, დასაწყისი გადაეცა.

სექციაში - Midnight Madness-ი როზანა ლიენგის ფილმმა, Shadow in the Cloud-მა გაიმარჯვა. 

 

კომენტარები