არჩევნები 2020

უგულავა ენმ-ს: გეწაძეა თქვენი "ადგილობრივი გენერალი?" ამისთვის ჩაშალეთ მოლაპარაკებები?

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს და მათ მიერ წარდგენილ ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა გეწაძის კანდიდატურას აკრიტიკებს. 

როგორც უგულავა Facebook-ზე წერს, გეწაძე ე.წ. რიჟას პარტნიორია, რომელმაც მისი თავი ბიძინა ივანიშვილის სპეცოპერაციით დააჭერინა. მისივე თქმით, მთავარი ამოცანა ასეთი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს და არა მაჟორიტარად დაყენება. 

"ესაა თქვენი "ადგილობრივი გენერალი"? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი? კახა გეწაძე -politician? თქვენ რა ქვეყანა ჩალით გგონიათ დახურული?! ეს კაცი დღემდე რიჟას პარტნიორია, უფრო ზუსტად ხელის ბიჭი, (არ მოგესმათ! იმ რიჟასი, შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს ჩემი თავი რომ დააჭერინა თქვენი პარტიის დაფინანსების ბრალდებით). იყო ყველაზე სამარცხვინო გამგებელი ზესტაფონში და ოლქის სხვა რაიონებს მისი არსებობა ან არ გაუგიათ ან ამბობენ - კიდევ კარგი ეს არ იყო ჩვენი გამგებელიო!

ეს პერსონა არის პოლიტიკაში "მოჩალიჩე" ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. აბა, კარგად მოიკითხეთ 2013 წლის მერე სადმე რამე ბრძოლაში თუ გაუელვია. ასეთი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს ამოცანა, არათუ მაჟორიტარად დაყენება. აი, ესაა ზუსტად ქოცობა, როცა გგონია რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს. ესაა სწორედ ამომრჩევლის აბუჩად აგდება, როცა ენმ გიგი წერეთელს რიჟას, ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად და ამას ამომრჩევლის მოთხოვნად ასაღებს. კახა გეწაძესთან შედარებით, ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა". – წერს უგულავა Facebook-ზე. 

კახა გეწაძე სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყოფილი პრე­ზი­დენ­ტია, ის ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. 

კომენტარები