სტივ მაკქუინი

სტივ მაკქუინის მინისერიალის SMALL AXE-ის ტრეილერი გამოვიდა

სტივ მაკქუინი ანტოლოგიურ მინისერიალზე, Small Axe-ზე მუშაობს. ქსელში პროექტის ტრეილერი გამოჩნდა.

სერიალი 5 სრულმეტრაჟიანი ფილმისგან შედგება და 60-80 წლებში შავკანიანი ბრიტანელების ცხოვრებას ასახავს. 

პროექტში მთავარ როლებს ჯონ ბოიეგა, ლეტიშია რაითი და მაიკ უორდი ასრულებენ.

Small Axe-ის პირველი და მეორე ნაწილები კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. სერიალი სტრიმინგ სერვისზე, Amazon-ზე გამოვა.

კომენტარები