ავსტრალია

ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ რეისი დანიშნა, რომელსაც დანიშნულების ადგილი არ აქვს

Qantas

ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა მოგზაურობას მონატრებული ადამიანებისთვის ახალი მიმართულება დანიშნა - "ფრენა დანიშნულების ადგილის გარეშე".

რეისი 10 ოქტომბერს შესრულდება. თვითმფრინავი სიდნეის აეროპორტიდან გაფრინდება და 7 საათის განმავლობაში ავსტრალიის თავზე იფრენს, შემდეგ კი იმავე აეროპორტში დაბრუნდება.

ბილეთების ფასი 575 დოლარიდან 2 765 დოლარამდე მერყეობდა და ისინი 10 წუთში სრულად გაიყიდა.

"Qantas-ის ისტორიაში ბილეთები ასე სწრაფად არასდროს გაყიდულა. ადამიანებს მოენატრათ მოგზაურობა და ფრენის გამოცდილება". – თქვა ავიახაზების წარმომადგენელმა.

ფრენას ბოინგი 787 შეასრულებს, სადაც 134 ადგილია.

კომენტარები