არჩევნები 2020

ხაზარაძე: გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოში აიკრძალოს მევახშეობა

მამუკა ხაზარაძე
ლელო

პოლიტიკური პარტია ლელოს ლიდერი, TBC ბანკის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ საქართველოში მევახშეობა უნდა აიკრძალოს და კანონით დასჯადი გახდეს, რადგან მსგავსი საქმიანობა არალეგალურია. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

"მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს, მე ვეკითხები - რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ან ვიღაც კერძო პირის თემას.

პირდაპირ მინდა ინიციატივით გამოვიდე, სხვადასხვა ეთერში გადის არაეთიკური სარეკლამო რგოლები და ჩვენ გვამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას განვუმარტო სიტყვა მევახშე რას ნიშნავს, ქართული განმარტებითი ლექსიკონით, მევახშე არის კერძო პირი, რომელიც ასესხებს მეორე პირს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. ამიტომ, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ მსგავსი საქმიანობა საქართველოში, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი". – ამბობს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე მეორე ინიციატივითაც გამოდის და მოუწოდებს ოპოზიციას, შეეშვან უცენზურო და უეთიკო თავდასხმებს ერთმანეთზე.

"მოვუწოდებ ოპოზიციას, შეეშვით უცენზურო და უეთიკო თავდასხმებს, თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ერთხელ და სამუდამოდ, ლექსიკონი დავხვეწოთ, ვილაპარაკოთ საქმეზე, ჩვენი აზრები ვაჭიდაოთ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ". – თქვა ხაზარაძემ.

კომენტარები