ალექსეი ნავალნის მოწამვლა

პომპეო ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის საპასუხო ზომების მისაღებად მზაობას გამოთქვამს

მაიკ პომპეო
Dunia-rmol

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, რუსი ოპოზიციონერისა და კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხზეც ისაუბრა, 

"გასულ წლებში აშშ-მ ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია, იმის შესახებ, რომ ქიმიური იარაღის ამგვარი გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. როდესაც მსგავსი შეტავა განხორციელდა სერგეი და იულია სკრიპალებზე, ჩვენ ძალიან მკვეთრი პასუხი გავეცით. არ არსებობს არავითარი საფუძველი, იმ ვარაუდისთვის, რომ აშშ ამჯერად არ მიიღებს სათანადო ზომებს მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდება კონკრეტული ფაქტები". – ამბობს პომპეო. 

აქამდე ორი კვირით ადრე ამერიკელი ჟურნალისტისთვის, ბენ შაპიროსთვის მიცემულ ინტერვიუში პომპეო ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ მაღალი ალბათობით მსგავსი ბრძანება კრემლის უმაღლესი ეშელონებიდან წამოვიდა. 

პომპეოს თქმით, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მკაფიოდ გააგებინა ოფიციალურ მოსკოვს, რომ მათგან კოორდინირებულად შეთანხმებული თანამშრომლობას ელოდებიან, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს დამნაშავეების გამოვლენას და მათ სათანადო სასჯელს. 

ნავალნის მოწამვლის საქმეზე აშშ-ს რეაქციის შესახებ დასმულ კითხვაზე, პომპეო პასუხობს, რომ "ამ თემაზე განვრცობას ჯერ არ ისურვებდა და ამას დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ გააკეთებს."

პომპეოს სიტყვებს შეცდომაში შემყვანი და ცრუ უწოდა, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფება. რუსი ოპოზიციონერი ცუდად გახდა ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავით ფრენის დროს. ამის შემდეგ თვითმფრინავი ქალაქ ომსკის აეროპორტში დაჯდა. ომსკში ნავალნი საავადმყოფოში წაიყვანეს, ორი დღის შემდეგ კი ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ "ნოვიჩოკით" მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალები დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები