ელენ დეჯენერესი

"დღეიდან ახალ თავს ვიწყებთ" - ელენ დეჯენერესის შოუ დაბრუნდა

0 კომენტარი
ელენ დეჯენერესის შოუ

ელენ დეჯენერესი სტუდიაში დაბრუნდა და სეზონის პირველი გადაცემის მონოლოგისას მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

ტელეწამყვანმა 2020 წლის ზაფხულს სარკასტულად დიდებული უწოდა, შემდეგ კი სერიოზულად ყველას ბოდიში მოუხადა, ვისაც მასთან მუშაობის ნეგატიური გამოცდილება აქვს.

"როგორც უკვე გაიგებდით, ზაფხულში ბრალდებები ისმოდა, რომ ამ შოუში ტოქსიკური სამუშაო გარემოა შექმნილი და შემდეგ ჩატარდა გამოძიებაც. მე ვისწავლე, რომ ისეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, რასაც არასდროს ელი. ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვიღებ და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო. ვიცი, რომ პრივილეგირებული და ძალაუფლების მქონე ადამიანის პოზიციაში ვარ და ამას თან ახლავს პასუხისმგებლობა - მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ჩემს შოუში მოხდება". – თქვა მან.

ელენ დეჯენერესმა მონოლოგი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ახალ თავს იწყებს.

"ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ შოუსა და მომავლის შესახებ უკანასკნელი კვირების განმავლობაში. გავატარეთ აუცილებელი ცვლილებები და დღეს ახალ თავს ვიწყებთ". – თქვა მან.

რაში დაადანაშაულეს დეჯენერესი და მისი პროდიუსერები?

რამდენიმე თვის წინ, ელენ დეჯენერესი და მისი პროდიუსერების გუნდი ათმა ყოფილმა და ერთმა მოქმედმა თანამშრომელმა "სამსახურში ტოქსიკური გარემოს შექმნაში" დაადანაშაულეს. მათ ანონიმურად დარჩენა ისურვეს.

ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა Buzzfeed News-თან ისაუბრეს. ისინი ამბობდნენ, რომ პროდიუსერების მხრიდან ასევე აწყდებოდნენ რასიზმისა და შევიწროების ფაქტებს.

ბრალდებების საპასუხოდ, 27 ივლისს ელენ დეჯენერესის შოუს მშობელმა კომპანიამ - WarnerMedia-მ შოუში გამოძიება დაიწყო.

ელენ დეჯენერესმა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებისა და შოუში დაწყებული გამოძიების საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა.

ცნობილი ტელეწამყვანი წერილში ბოდიშს უხდის მათ, ვინც ელენ დეჯენერესის შოუში მუშაობის დროს თავი კარგად ვერ იგრძნო და იგი პირობას დებს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.

აგვისტოს დასაწყისში, ელენ დეჯენერესის შოუს სამი პროდიუსერი სამსახურიდან დაითხოვეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები