კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან, 137 აჭარაში გამოვლინდა, 47-თბილისში, 6-სამეგრელოში

ინტერპრესნიუსი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, 47 - თბილისში, 6 - სამეგრელო\ზემო სვანეთში, 26 - იმერეთში და 2 - გურიაში. 

ენდელაძის თქმით, დღეს, 22 სექტემბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთ-ერთი 67 წლის მამაკაცი იყო, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისივე თქმით, მას სხვადასხვა მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. 

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, ენდელაძის თქმით, ის 20 სექტემბერს ქუთაისიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ასევე მძიმე თანმხლები დაავადებებით გადაიყვანეს. 

ენდელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 3 913 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 1 574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები