2020 წელს გარდაცვლილები

78 წლის ასაკში ფორესტ გამპის ავტორი, მწერალი უინსტონ გრუმი გარდაიცვალა

WION

78 წლის ასაკში ამერიკელი მწერალი, ფორესტ გამპის ავტორი უინსტონ გრუმი გარდაიცვალა.

გრუმი ალაბამაში გაიზარდა. ვიეტნამში მსახურობის შემდეგ მუშაობდა ჟურნალისტად, პარალელურად წერდა მოთხრობებს. 1986 წელს დაწერა რომანი ფორესტ გამპი, რომლის ეკრანიზაციით, მოგვიანებით, რობერტ ზემეკისი დაინტერესდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ წიგნის 1.4 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. 1995 წელს გრუმმა დაწერა გაგრძელება გამპი და კომპანია. კარიერის განმავლობაში გამოცემული აქვს 8 რომანი.

ბოლო წლებში დიდ დროს უთმობდა მე-19 საუკუნის აშშ-ს ისტორიის შესწავლას. 

კომენტარები