არასრულწლოვნის გაუპატიურება

შსს: მეზობელი არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის კაცი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის პირი, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ის მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა". – წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები