ეკონომიკა

ხვალ, 23 სექტემბერს ეროვნული ბანკი რეზერვებიდან კვლავ $40 მილიონს გაყიდის

Reuters

ლარის გაუფასურების ფონზე, ეროვნული ბანკი აგრძელებს სავალუტო ინტერვენციების სერიას. ეროვნული ბანკმა სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ხვალ, 23 სექტემბერს ბანკი რეზერვებიდან დამატებით 40 მილიონ დოლარს გაყიდის. 

სავარაუდოდ, ამის მიზეზი ლარის მიმდინარე გაუფასურებაა. წინა კვირაში ლარმა დოლართან და ევროსთან მიმართებით ღირებულების 2%-ზე მეტი დაკარგა. 

მოსალოდნელია, რომ ლარი დღესაც გაუფასურდება, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება ამ დროისთვის 3.25 ლარს აღწევს. 

ამგვარი ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კონტექსტში, რომ ბოლო კვირაში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე 13 ინტერვენცია განახორციელა, რომელთა მეშვეობითაც რეზერვებიდან 420 მილიონი დოლარი გაიყიდა.

კომენტარები