მარკ დევიდ ჩეპმენი

"ვწუხვარ ჩემი დანაშაულის გამო" - მარკ ჩეპმენი ყვება, რატომ მოკლა ჯონ ლენონი

მარკ დევიდ ჩეპმენი

ჯონ ლენონის მკვლელობიდან 40 წლის შემდეგ, მარკ ჩეპმენმა გაიხსენა, რატომ გადაწყვიტა საკულტო ფიგურის მკვლელობა.

ამის შესახებ ჩეპმენმა აგვისტოში, შეწყალების კომისიასთან ისაუბრა, მაშინ, როდესაც მას შეწყალებაზე უარი მეთერთმეტედ უთხრეს.

"მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ვწუხვარ ჩემი დანაშაულის გამო. არ მაქვს გამართლება. მკვლელობა დიდების მოპოვების გამო ჩავიდინე. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მძიმე ქმედება, რაც შეიძლება უდანაშაულო ადამიანის მიმართ ჩაიდინო". – თქვა მან.

1980 წლის 8 დეკემბერს მარკ ჩეპმენმა ჯონ ლენონს მანჰეტენზე, თავის სახლთან ახლოს 5-ჯერ ესროლა. მომღერალს 4 ტყვია მოხვდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. მკვლელობის შემდეგ მარკ ჩეპმენი იქვე ჩამოჯდა და სელინჯერის წიგნის თამაში ჭვავის ყანაში კითხვა დაიწყო.

"ის საოცრად პოპულარული იყო. მე ჯონ ლენონი მისი პიროვნული თვისებების გამო არ მომიკლავს - იგი ოჯახის ადამიანი იყო, საკულტო ფიგურა იყო, ლაპარაკობდა ისეთ რაღაცებზე, რაც დღესაც აქტუალურია.

მე ის მოვკალი, რადგან ძალიან, ძალიან, ძალიან პოპულარული იყო და ეს იყო ერთადერთი მიზეზი. მე დიდებას ვეძებდი, ძალიან ეგოისტურად".– თქვა მან.

ჯონ ლენონის ცოლი, იოკო ონო, რომელიც ლეგენდარულ მომღერალს სიკვდილის მომენტში თან ახლდა, დღემდე წინააღმდეგია მარკ ჩეპმენის შეწყალების.

"საოცრად ეგოისტური ქმედება იყო. ძალიან ვწუხვარ იმ ტკივილისთვის, რაც იოკო ონოს მივაყენე. სულ ამაზე ვფიქრობ". – თქვა მარკ ჩეპმენმა.

კომენტარები