2020 წელს გარდაცვლილები

84 წლის ასაკში ტაქსის მძღოლისა და ცოფიანი ხარის ოპერატორი მაიკლ ჩეპმენი გარდაიცვალა

Variety

84 წლის ასაკში ოსკარის ნომინანტი, ამერიკელი ოპერატორი, მაიკლ ჩეპმენი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის პრობლემები გახდა.

ჩეპმენის კარიერა 1973 წელს დაიწყო, მას შემდეგ მან ათობით ფილმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. 

ოსკარის პირველი ნომინაცია ჩეპმენმა 1980 წელს ფილმისთვის Raging Bull მიიღო, მეორე აკადემიის ყურადღება 1993 წელს სურათისთვის The Fugitive დაიმსახურა.

მუშაობდა ოპერატორად ისეთ ფილმებზე, როგორებიც არის Taxi Driver, Bridge To Terabithia, Evolution, Space Jam, Primal Fear, Ghostbusters II.

 

კომენტარები