Emmy 2020

EMMY 2020-ის დასამახსოვრებელი მომენტები

TVLine

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სატელევიზიო დაჯილდოება მაყურებლის გარეშე, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. მიუხედავად ამისა, რიგით 72-ე ცერემონიას დასამახსოვრებელი მომენტებისა და რეკორდების გარეშე არ ჩაუვლია.

რეკორდები და სტატისტიკა

  • სიტკომი Schitt’s Creek პირველი სერიალი გახდა, რომელმაც ყველა სამსახიობო კატეგორიაში გაიმარჯვა. ჯილდოები იუჯინ ლევიმ, კეტრინ ო’ჰარამ, დანა ლევიმ და ენი მერფიმ მიიღეს.
  • ასევე, Schitt’s Creek პირველი კომედიური სერიალი გახდა, რომელმაც ერთი სეზონისთვის 9 ემის ჯილდო მიიღო.
  • 72-ე ცერემონია გამარჯვებული შავკანიანი მსახიობების რაოდენობით ლიდერობს. წელს ემი უზო ადუბუმ, ზენდაიამ, რონ სეპას ჯონსმა, რეჯინა კინგმა, ახია აბდულ-მატინ მეორემ, ედი მერფიმ და მაია რუდოლფმა მიიღეს. 
  • 24 წლის ზენდაია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც ჯილდო კატეგორიაში - "საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში" მიიღო. ასევე, ზენდაია მეორე შავკანიანი გამარჯვებულია ამ კატეგორიაში, პირველი ვაიოლა დევისი იყო.
  • The Morning Show-ს მსახიობმა ბილი კრადაპმა სტრიმინგ სერვის Apple TV+-ს პირველი ემი მოუტანა. 
  • სერიალმა Mandalorian ცერემონიის დაწყებამდე ხუთი ტექნიკური ჯილდო მიიღო
  • წლევანდელი ცერემონიის ტრიუმფატორი სატელევიზიო არხი HBO გახდა, რომლის პროდუქტებმა 30 ჯილდო მიიღეს, მეორე ადგილი 21 ქანდაკებით Netflix გავიდა
  • Watchmen პირველი კომიქსების ეკრანიზაციაა, რომელმაც ერთ-ერთ მთავარ კატეგორიაში(საუკეთესო მინისერიალი) გაიმარჯვა
  • 98 წლის ნორმან ლირი ემის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა

 

მთავარი მომენტები

 

ჯიმი კიმელის მონოლოგი

დაჯილდოება ტრადიციულად წამყვანის მონოლოგით გაიხსნა. ჯიმი კიმელმა სიტყვა ცარიელ დარბაზში წარმოთქვა, თუმცა შოუს რეჟისორებმა სატელევიზიო ვერსიაში შარშანდელი ცერემონიის კადრები ჩაამონტაჟეს. ერთ მომენტში უეცრად გამოჩნდა ჯეისონ ბეიტმანი.

 

F R I E N D S

ცერემონიის დროს Zoom-ის მეშვეობით დაჯილდოებას ყველაზე ცნობილი მეგობრები, ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი და ლაიზა კუდროუ შემოუერთდნენ. აქაც მოულოდნელად კადრში ჯეისონ ბეიტმანი შემოვიდა.

 

ცეცხლმოკიდებული კონვერტი

პირველი გამარჯვებული ჯიმი კიმელმა ჯენიფერ ენისტონთან ერთად გამოაცხადა. უსაფრთხოების მიზნით, მსახიობმა და წამყვანმა კონვერტი ანტისეპტიკური ხსნარით დაამუშავეს და ცეცხლი წაუკიდეს.

 

ტესტი კორონავირუსზე

ცერემონიის მსვლელობისას მსახიობმა ჯეისონ სუდეკისმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა. "კანონით ჩვენ საათში ერთხელ კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩავაბაროთ, აკადემიის პოლიტიკაა". – ხუმრობს კომიკოსი.

 

წითელი ხალიჩის გარეშე

ახალი კორონავირუსი პანდემიის გამო ცერემონიამ ტრადიციული წითელი ხალიჩის გარეშე ჩაიარა, თუმცა, მსახიობების ნაწილმა სპეციალურად ემისთვის გამოიცვალა ტანსაცმელი და სოციალურ ქსელებში ფოტოები გამოაქვეყნა.

სმოკინგში გამოწყობილმა პოლ მესკალმა ფოტო სახლის კიბეზე გადაიღო.

რიზ უიზერსპუნი დაჯილდოებას თვალს სახლიდან ადევნებდა.

ზენდაიამ ცერემონიის მსვლელობისას ტანსაცმელი ორჯერ გამოიცვალა.

ყველაზე ექსტრავაგანტულად ტრადიციულად ბილი პორტერს ეცვა.

კერი ვაშინგტონი

რეჯინა კინგი

ლავერნე კოქსი

კეტრინ ო’ჰარა

კომენტარები