Prison Break

დომინიკ პარსელის თქმით, PRISON BREAK-ს მეექვსე სეზონი ექნება

უენტუორთ მილერი და დომინიკ პარსელი.

Prison Break-ის მსახიობის, დომინიკ პარსელის თქმით, სერიალს გაგრძელება ექნება და მეექვსე სეზონი გამოვა.

ამის შესახებ დომინიკ პარსელმა საკუთარ Instagram-ზე პოსტი დაწერა.

"ჭორი ნომერი 1: მოხუცი ვარ. ვადასტურებ, 50 წლის ვარ. ჭორი ნომერი 2: მელოტი ვარ. არ ვადასტურებ, მთლიან თავზე თმა მაქვს, უბრალოდ ვიპარსავ. ჭორი ნომერი 3: გადაიღებენ თუ არა Prison Break-ის გაგრძელებას. ვადასტურებ...". – წერს მსახიობი.

დომინიკ პარსელი თავისი პოსტებით მანამდეც მიანიშნებდა სერიალის გაგრძელებაზე, როდესაც მან ერთ-ერთ პოსტში არათემატურად ჰეშთეგით ოქტომბერი [#october] დაწერა. ფანები ფიქრობენ, რომ სწორედ ეს არის სერიალის მეექვსე სეზონის გამოსვლის თარიღი.

მსახიობი Prison Break-ის გაგრძელებაზე 2020 წლის დასაწყისშიც საუბრობდა. მაშინ მან თქვა, რომ თუ ისტორია ღირებულია, მას მეექვსე სეზონიც ექნება.

ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არავის გაუვრცელებია.

Prison Break-ის პრემიერი 2005 წელს შედგა. ისტორია ორი ძმის გარშემო ვითარდება, რომელთაგან ერთ-ერთს სიკვდილით დასჯა აქვს მისჯილი, მეორე კი ციხიდან მის დახსნას ცდილობს.

კომენტარები