აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის ინფორმაციით, ტელევიზია მაუწყებლობას არ წყვეტს. მისივე ცნობით, ინფიცირებულის კონტაქტები თვითიზოლაციაში გადავლენ. შემხებლობაში მყოფ პირებს კი PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

5 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ტელევიზიამ მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტირება და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ მაუწყებლობა აღდგა. 

საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 23 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1574 გამოჯანმრთელდა. 

 

კომენტარები