ალექსეი ნავალნის მოწამვლა

ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს

0 კომენტარი
ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფო ნავალნისთან და მის მეუღლესთან შეთანხმებით ავრცელებს:

"ალექსეი ნავალნი გუშინ გავწერეთ სტაციონარიდან. პაციენტის მდგომარეობა საკმარისად გაუმჯობესდა იმისათვის, რომ გაწერილიყო. ნავალნი Charité-ში 32 დღის განმავლობაში მკურნალობდა, აქედან 24 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა. პაციენტის პროგრესზე და ამჟამინდელ მდგომარეობაზე დაყრდნობით, მისი მკურნალი ექიმები მიიჩნევენ, რომ სრული გამოჯანმრთელება შესაძლებელია. თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმის შეფასება, თუ რა გრძელვადიანი პოტენციური ეფექტი ექნება ამ საწამლავს". – ნათქვამია განცხადებაში.

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები