ნარკორეალიზატორების დაკავება

შსს: ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ, ამოღებულია ჰეროინი

0 კომენტარი
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. 

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ვ.მ., 1979 წელს დაბადებული ვ.ა., 1971 წელს დაბადებული ფ.ა., 1985 წელს დაბადებული რ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ე.გ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. 

"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები