კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 23 სექტემბერს სულ - 2

armenpress.am

საქართველოსი ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა დღეს, 24 სექტემბერს, COVID-19-ით 2 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.  

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 69 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები