ბიუჯეტი

აფხაზეთის მთავრობამ ხაინდარავას ფილმი 200 ათასი ლარით დააფინანსა - რადიო თავისუფლება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

აფხაზეთის დევნილობაში მყოფმა მთავრობამ კიდევ ერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება და გოგა ხაინდრავას ფილმს ამჯერად 200-300 ლარით დააფინანსებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

როგორც ცნობილი ხდება, ხაინდრავას კუთვნილ კომპანია "ღვინო და კინოს" 100 ლარი აფხაზეთის მთავრობის წლევანდელი ბიუჯეტიდან გამოყოფენ, ხოლო 100-300 ლარს მომავალი წლის ბიუჯეტიდან. 

რადიო თავისუფლება, ასევე, ავრცელებს შესაბამისი დოკუმენტის ფოტოს, რომელზე აფხაზეთის განათლების მინისტრის, როლანდ ნიჟარაძის ხელმოწერაა. როგორც ნიჟარაძემ გამოცემას განუცხადა "დევნილებმაც იციან, რომ ეს გასაკეთებელია. მოვითმინოთ, ქამარი მოვიჭიროთ და ეს უნდა გაკეთდეს. ეს არის პატრიოტული საკითხი.

ფოტო: რადიო თავისუფლება
თავდაპირველად, გოგა ხაინდარავასთვის ფილმის დაფინანსების საკითხი აგვისტოში წამოიჭრა. 13 აგვისტოს იმავე, როლანდ ნიჟარაძემ ხელი მოაწერე დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ფილმი 100 ათასი ლარით ფინანსდებოდა.

მოგვიანებით, ამ საკითხზე ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურების შემდეგ, აფხაზეთის მთავრობამ პროექტის დაფინანსება გადაიფიქრა. ხაინდარავა აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ბულინგით ხსნიდა.

გოგა ხაინდრავა რამდენიმე დოკუმენტური და მხატვრული ფილმის ავტორია, მათ შორის არის "ოცნებების სასაფლაო", "დემოკრატიის შუქურა" და ჰეროკრატია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებს ეხება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები