ბელარუსი

გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ

ალექსანდერ ლუკაშენკო
LiveJournal

გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

გერმანია ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგაც არს ცნობს, განცხადება ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერმა გააკეთა.

ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ ცნობს სლოვკეთიც, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა Twitter-ზე დაწერა.

"ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომლის ინაუგურაციაც დღეს იყო, არ აქვს ლეგიტიმურობა ქვეყნის მართვითვის. ისაა პასუხისმგებელი არჩევნებზე ბელარუსში, რომელიც, არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. სლოვაკეთი დგას ბელარუს ხალხთან". - წერს ივან კორჩოკი.

მსგავსი განცხადებით გამოვიდა ლიტვის პრეზიდენტი გიტანს ნაუსედა.

"საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი. მათი შედეგები უკანონოა. ვერანაირი ცერემონია, პომპეზური თუ საიდუმლო, ვერ შეცვლის ამ უდავო ფაქტს". – თქვა გიტანას ნაუსედამ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხა, რომ ლუკაშენკოს საიდუმლო ინაუგურაცია მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აქცევს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ ლუკაშენკომ "აშკარად დაკარგა თავისი მანდატი".

23 სექტემბერს, დილას მინსკში თავისუფლების სასახლეში გაიმართა ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია. ცერემონიის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ იყო. ინაუგურაციის ცერემონიას არ გადასცემდნენ სახელმწიფო არხები. ცერემონიის ტრანსლაცია ბელარუსის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

კომენტარები