არჩევნები 2020

ენმ-მ წყალტუბოში გენერალი დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა

წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი კანდიდატი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. ოპოზიციურმა გაერთიანებამ მაჟორიტარი კანდიდატები რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაასახელა.

"ამ კანდიდატს განსაკუთრებით წარვადგენ... ის წლებია, მიკროფონით ხელში იბრძვის სამართლიანობისთვის და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა უკვე ნანუკა საკანონმდებლო ორგანოდან გაცილებით აქტიურად იბრძოლებს იმ ხალხისთვის, რომელსაც ასე აქტიურად აშუქებდა" - თქვა ზაალ უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია ნანუკა ჟორჟოლიანის გამარჯვებაში.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა. ის უკვე კამპანიას ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერები იყო გაკრული.

კომენტარები