არჩევნები 2020

"დიდი შენაძენია" - როგორ წარადგინა ენმ-მ კანდიდატად პატრიოტების ყოფილი დეპუტატი

ნატო ჩხეიძე
საქართველოს პარლამენტი

ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში ძალა ერთობაშია-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსის ყოფილი დეპუტატი, ნატო ჩხეიძე იქნება.

"დიდი შენაძენია გაერთიანებული ოპოზიციისა და დასახელებული ოლქისთვის" - ასე წარადგინა ნატო ჩხეიძის კანდიდატურა ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.

ნატო ჩხეიძე მეცხრე მოწვევის პარლამენტში დეპუტატად პატრიოტთა ალიანსის სიით შევიდა. მან პარტია 2018 წლის სექტემბერში, ტელეკომპანია იბერიას საკითხზე პატრიოტთა ალიანსის მხრიდან "არასათანადო მხარდაჭერის გამო" დატოვა. ის 2 წლის მანძილზე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იყო პარლამენტში, 2020 წლის ივნისში კი, მოძრაობის სახელმწიფო ხალხისათვის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა. ნატო ჩხეიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა და კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ნატო ჩხეიძე მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო. 1999 წელს ის საკანონმდებლო ორგანოში ბლოკ საქართველოს აღორძინების სიით შევიდა.

კომენტარები