არჩევნები 2020

ჟორჟოლიანი მაჟორიტარ კანდიდატობაზე: ფაქტობრივად, ორი საათის წინ მივიღე გადაწყვეტილება

Facebook.com

"ფაქტობრივად, ორი საათის წინ მივიღე მე თვითონ გადაწყვეტილება, რომ მეთქვა თანხმობა ვიყარო კენჭი მაჟორიტარობის დეპუტატობაზე, ვიყარო კენჭი თქვენი გულის მოგებაზე, თქვენი ნდობის მოპოვებაზე". – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომელიც დღეს, 23 სექტემბერს წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინეს. 

ჟორჟოლიანის თქმით, ის არ აპირებს გახდეს პოლიტიკოსი, მისი გეგმაა, ჩავიდეს სოფლებში და ადამიანების პრობლემები მოისმინოს. 

"მე ეს შემოთავაზება პირველად არ მიმიღია. ყოველთვის უარს ვამბობდი, იმიტომ, რომ არ მინდა ქართული პოლიტიკის ნაწილი ვიყო. დიდად არ ვიყავი აღფრთოვანებული იმით, რასაც ტელეეკრანებზე ვხედავ. მთლიანობაში, ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, ამ დიდი რაღაცის ნაწილი არ მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ კარგად დამარწმუნეს იმაში, რომ ომია და არცერთ ეტაპზე ცხოვრებაში ომში წასვლაზე უარი არ მითქვამს". – ამბობს ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამ შემოთავაზებას დათანხმდა.  

"ეს არის სინამდვილეში რატომაც გადავწყვიტე, რომ ჩემს მეგობარს, ვისი თანამებრძოლიც ვიყავი მე ამ წლების განმავლობაში და ვისაც ვთვლი მთავარ წარმატების ფორმულად, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შექმნილა ამ ქვეყნის პირველ პირებში, ყველა ამ მიზეზის გამო ამ ადამიანს, მიშას არ ვუთხრა უარი ამ მთავარ გამოწვევაზე". – ამბობს ჟორჟოლიანი. 

ჟურნალისტი მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დღეს, 23 სექტემბერს წარადგინეს

აღსანიშნავია, რომ აქამდე, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა. ის უკვე კამპანიას ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერები იყო გაკრული.

კომენტარები