არჩევნები 2020

"წარმატებები დევი ჭანკოტაძეს, ენმ-ის კანდიდატს" - მერაბიშვილის FB-პოსტი ერთი თვის წინ

"წარმატებები დევი ჭანკოტაძეს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში". – ამ ფრაზით გააზიარა პარტიის წევრმა, შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 19 აგვისტოს დევი ჭანკოტაძის Facebook - გვერდი და საზოგადოებას მისი მოწონება სთხოვა. მან სხვა კანდიდატების საარჩევნო ბანერებიც გააზიარა თავის ოფიციალურ გვერდზე - ისინი დღეს ძალა ერთობაშია-მ ოფიციალურად წარადგინა.

წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა. ის უკვე კამპანიას ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერები იყო გაკრული, თუმცა დღეს, 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, "ბატონი დევი დაგვჭირდება ჩვენ ეროვნულ კამპანიაში და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეროვნულ კამპანიაში ყველა რეგიონში ჩართული იყოს 2008 წლის რუსული სამხედრო ტერორისტული აგრესიის მოგერიების ერთერთი გმირი".

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა დევი ჭანკოტაძე პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი, ვაშაძე პასუხობს -  "რა თქმა უნდა, იქნება".

კომენტარები