ლუის სუარესი

ლუის სუარესმა ბარსელონა დატოვა და ატლეტიკო მადრიდს შეუერთდა

Skysports

ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ლუის სუარესმა ბარსელონა დატოვა და ატლეტიკო მადრიდის რიგებს შეუერთდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბმა ლუის სუარესის სანაცვლოდ 6 მილიონი დოლარი გადაიხადა, თავად ურუგვაელმა ფეხბურთელმა კი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში 9 მილიონი დოლარი ექნება.

ლუის სუარესი ბარსელონაში ლივერპულიდან 2014 წელს გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან გუნდთან ერთად რამდენიმე ტურნირის მოგება შეძლო, მათ შორის არის ერთი ჩემპიონთა ლიგა და ოთხი ესპანეთის ჩემპიონატი.

ურუგვაელმა ფეხბურთლმა ბარსელონას მაისურით 198 გოლი გაიტანა, რითაც სეზარ როდრიგესისა და ლიონელ მესის შემდეგ კლუბის რიგით მესამე ბომბარდირი გახდა.

კომენტარები