რეზო გიგინეიშვილი

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

0 კომენტარი
ფოტო: Paparazzi

ქართული წარმოშობის რუს რეჟისორს რეზო გიგინეიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

რეჟისორი სხვა კინომოღვაწეებთან ერთად რუსული კინოდაჯილდოების, კინოტავრის ცერემონიაზე იმყოფებოდა. მოგვიანებით ერთ-ერთ სტუმარს, რეჟისორ ალექსანდრ მოლოჩნიკოვს COVID-19 აღმოაჩნდა. გიგინეიშვილის გარდა კორონავირუსი ამ ეტაპზე ჟიურის ერთ-ერთ წევრს ნიგინა საიფულაევას დაუდასტურდა.

გიგინეიშვილის ყველაზე ცნობილი პროექტია მძევლები. ფილმი 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების ისტორიას ასახავს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები