სოფი ლორენი

86 წლის სოფი ლორენი 11-წლიანი შესვენების შემდეგ ახალ ფილმში ითამაშებს

0 კომენტარი
ფოტო: Theguardian.com

86 წლის სოფი ლორენი 11-წლიანი შესვენების შემდეგ კინოს უბრუნდება და Netflix-ის ახალ ფილმში ითამაშებს.

ფილმს The Life Ahead მსახიობის შვილი, ედოარდო პონტი იღებს.

სოფი ლორენი მადამ როზას როლს შეასრულებს, რომელიც ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი ქალია და გარდაცვლილი სექსმუშაკების შვილებს ზრდის. აღზრდის პროცესში კი 12 წლის ობოლ გოგოს უმეგობრდება.

ფილმი რომენ გარის რომანის მეორე ეკრანიზაცია იქნება - პირველი 1977 წელს გადაიღეს და მთავარი პერსონაჟის სახელი, Madame Rosa დაარქვეს.

The Life Ahead-ის პრემიერა ოქტომბერს რომში შედგება, Netflix-ზე კი ფილმი 13 ნოემბერს განთავსდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები