ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი ჟორჟოლიანზე: შემოქმედებითი პროფესიების სუპერვარსკვლავია, ძალიან დიდი შენაძენია

"სუპერვარსკვლავი, არა მხოლოდ ტელესივრცის, არამედ, ზოგადად, შემოქმედებითი პროფესიების საქართველოში. ესეც ძალიან დიდი შენაძენია". - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ენმ-ს პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე. ჟორჟოლიანი ნაციონალურმა მოძრაობამ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

"ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალა ერთობაშია ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლეს. 

გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი, აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის მალხაზ ჯალაღონია - ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან მთელი რიგი გამორჩეული ბიზნესმენებისა და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და ახალი ეპოქა იწყება." - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

აქამდე, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა. ის უკვე კამპანიას ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერები იყო გაკრული. 

ვინ არიან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატები - ნახეთ აქ.

კომენტარები