ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი ჭანკოტაძეზე: ვვარაუდობდით, უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი, იქნება სიის ერთ-ერთი ლიდერი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "ვარაუდობდნენ", გენერალი დევი ჭანკოტაძე მაჟორიტარი იქნებოდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, ჭანკოტაძე პარტიის სიის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

"დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც, თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება ნაციონალური სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. 

ის, რომ დევი ჩვენთანაა და ისევ საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და, იმედია, საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება." - ამბობს სააკაშვილი. 

ნაციონალურმა მოძრაობამ წყალტუბოში გენერალი დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ აქამდე, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა. ის უკვე კამპანიას ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერები იყო გაკრული. 

ვინ არიან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატები - ნახეთ აქ.

კომენტარები