კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 26

armradio.am

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.  

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის 259  ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 62 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 399  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები