ევროკავშირი-ჩინეთი

EU: ჰონგ-კონგის მოვლენები ძირის უთხრის ნდობას, გავლენა აქვს ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობაზე

ჯოშუა ვონგი და ჰაიკო მაასი

24 აგვისტოს ევროკავშირი ცნობილი ჰონგ-კონგელი ოპოზიციონერის, ჯოშუა ვონგის, დაკავებას გამოეხმაურა

ევროკავშირის სპიკერის განცხადებით, ეს ერთ-ერთია ბოლო დროს განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენებიდან, როცა სხვა აქტივისტებიც დააკავეს.

ევროკავშირის სპიკერი აღნიშნავს, რომ ჰონგ-კონგში განვითარებული მოვლენები ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის სურვილს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, ძირს უთხრის ნდობას და გავლენას ახდენს ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობებზე.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კომენტარები