რეკლამა

® საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხის ნაკეთობების ბრენდი თილისმა წარმოებას აფართოებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი თილისმა წარმოებას აფართოებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნაკეთობები უკვე www.amazon.com-ზე იყიდება. პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით ჩადებულმა ინვესტიციამ 58 000 დოლარი შეადგინა. წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები. თილისმა ამაზონის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს. 

"საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ თილისმას მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობის რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები