ეკონომიკა

ლარი დოლართან მიმართებით კიდევ 2.56 თეთრით, ევროსთან 0.66 თეთრით გაუფასურდა

0 კომენტარი
ფოტო: ეროვნული ბანკი

ეროვნული ვალუტა გაუფასურების სერიას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ახალი გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 2.56 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.66 თეთრით გაუფასურდა. 

ამგვარად, 1 დოლარის ღირებულება 3.2897 ლარს, ხოლო 1 ევროსი - 3.8292 ლარს შეადგენს.

ტენდენციას ხელი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარის გაყიდვამაც ვერ შეუშალა.

სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 20 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 77 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 460 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები