ჯოან როულინგი

65 000 გაყიდული ეგზემპლარი 5 დღეში - როულინგის ახალი წიგნი ბესტსელერი გახდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

მიუხედავად ბრალდებების და კრიტიკისა, ჯოან როულინგის ახალი რომანი Troubled Blood ხუთ დღეში 64 633-იანი ტირაჟით გაიყიდა და დიდი ბრიტანეთის კვირის ბესტსელერი გახდა.

ლეგენდარულმა მწერალმა Troubled Blood თავისი ფსევდონიმით, რობერტ გალბრაიტის სახელით გამოაქვეყნა. რომანი კრიმინალური ჟანრის წიგნების სერიის მეხუთე ნაწილია.

რომანში ისტორია ქროსდრესერი მკვლელის გარშემო ვითარდება, რომელმაც, სავარაუდოდ, ექიმი მოკლა. სწორედ, ამ შინაარსის გამო დასწამეს როულინგს კიდევ ერთხელ ტრანსფობობა.

კრიტიკა Daily Telegraph-ში ჯეიკ კერიჯის მიერ დაწერილი რეცენზიით დაიწყო, სადაც განხილული იყო წიგნის სიუჟეტი.

"საინტერესოა, რას იტყვიან კრიტიკოსები იმ წიგნზე, რომლის მორალიც არის, რომ არასდროს უნდა ვენდოთ კაბაში გამოწყობილ კაცს". – დაწერა ჯეიკ კერიჯმა.

ისევე როგორც წინა შემთხვევებში, ბრალდებებმა ახლაც Twitter-ში გადაინცვლა. იქ სპეციალური ჰეშთეგი - #RIPJKRowling [მშვიდად განისვენე როულინგ] შეიქმნა, რითიც მწერლის კრიტიკოსები თავიანთ აღშფოთებას გამოხატავდნენ და მისი კარიერის დასრულებას წინასწარმეტყველებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კრიტიკის ობიექტი ჯოან როულინგი რამდენიმე თვის წინაც გახდა. 6 ივნისს როულინგმა გააზიარა სტატია, სადაც ეწერა, რომ "1.8 მილიარდ გოგოს, ქალს და გენდერულად არაბინარულ ადამიანს მენსტრუაცია აქვს და ეს პანდემიასთან ერთად არ შეწყვეტილა". მწერალი ამას შემდეგნაირად გამოეხმაურა:

"ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ, დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს - Wumben? Wimpund? Woomud?". – დაწერა მან.

ამის გამო იგი აქტივისტებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გააკრიტიკეს და ტრანსფობიაში დასდეს ბრალი. თუმცა როულინგის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა, რაც მწერალმა დაწერა, რომ ბიოლოგიური სქესი არსებობს და ის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

მაშინ ჯოან როულინგმა კრიტიკოსებს ვრცელი წერილით უპასუხა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები