კიტ ჰარინგტონი

კიტ ჰარინგტონი: მდუმარე გმირი კაცის როლი აღარ მინდა

Icon

ინგლისელმა მსახიობმა კიტ ჰარინგტონმა გამოცემა The Telegraph-თან ინტერვიუში ჯონ სნოუზე და მომავალ კინოროლებზე ილაპარაკა.

"ვფიქრობ, კაცებს ემოციების გამოხატვის მხრივ პრობლემები აქვთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თაობიდან თაობას გადაეცემა კაცური ჩაკეტილობა. საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი სისუსტედ ითვლება, შესაბამისად, არც ვლაპარაკობთ. მდუმარე გმირი კაცის განსახიერება აღარ მსურს. სამყაროს სხვანარი კაცი პერსონაჟი სჭირდება". – ამბობს GOT-ში ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი.

ჰარინგტონმა წარსულში არაერთხელ აღნიშნა, რომ სამეფო კარის თამაშების გაგრძელებაში ან პრიქველში მონაწილეობის მიღება არ სურს. 

2021 წლის თებერვალში ჰარინგტონი Marvel-ის კომიქსების ეკრანიზაციაში Eternals-ში გამოჩნდება.

კომენტარები